ტრანსასაზღვრო ორგანიზაცია “ევრო-კავკასია”
ტრანსასაზღვრო ორგანიზაცია “ევრო-კავკასია” შეიქმნა 2009 წლის 15 ივნისს, ქალაქ თბილისში რომელიც ჯერჯერობით ერთადერთია კავკასიაში. ეს ორგანიზაცია არის ევროპაში არსებული ევრორეგიონების ანალოგი და მისი მიზანია ხელი შეუწყოს საზღვრისპირა თანამშრომლობას სომხეთსა და საქართველოს შორის,
“ევრო-კავკასიის’ დაფუძნება არის საქართველოს ადგილობრივი თვითმმართველობის ეროვნული ასოციაციისა და სომხეთის თემთა კავშირის ერთობლივი ინიციატივა, რომელიც მხარდაჭერილია გერმანიის ფედერალური მთავრობის მიერ, პროგრამის ”ტრანსფორმ” ფარგლებში. პროექტის მართავს გერმანიის ეკონომიკისა და ტექნოლოგოების ფედერალური სამინისტრო და საბანკო ჯგუფი.
ტრანსასაზღვრო თანამშორომლობის მოსამზადებლად საქართველოსა და სომხეთში შეიქმნა ტრანსასაზღვრო თანამშრომლობის გაერთიანებანი (საბჭოები). რომელთა წევრები არიან და კურირებას უწევენ სომხეთის და საქართველოს თვითმმართველობის ეროვნული ასოციაციები. ამ საბჭოებში შედიან შემდეგი მუნიციპალიტეტების წარმომადგენელბი:
სომხეთიდან: 9 დიდი ქალაქი სომხეთის 3 ჩრდილო რეგიონიდან, ესენია; გიუმრი, მარელიკი, არტიკი, ალავერდი, ტაშირი, ვანაძორი, იჯევანი, ნოემბრიანი და დილიჟანი. ამ ქალაქების მოსახლეოება 15 ათასიდან 200 ათასამდე მერყეობს.
საქართველოდან მონაწილეობს სომხეთის მოსაზღვრე 4 მუნიციპალიტეტი; ნინოწმინდა, დმანისი, ბოლნისი და მარნეული. თითოეული ამ მუნიციპალიტეტის მოსახლეობა 75 000 დან – 150 000 მდეა.
საზღვრის ორივე მხარეს ჩამოყალიბებული არიან კერძო სამართლის სუბიექტები რომელთაც ხელი უნდა შეუწყონ ტრანსასაზღვრო თანამშრომლობას სომხეთში ეს არის “ევრორეგიონი სომხეთი” ხოლო საქართველოში “ტრანსასაზღვრო თანამშრომლობის საბჭო”. ორივე ორგანიზაციას აქვთ რეზიდიუმი სადაც მოწვეულნი არიან თვითმმართველობის წარმომადგნელბი.
თვითმმართველობის ასოციაციებთან ერთად, ეს საბჭოებიც მოაწერენ ხელს ტრანსასაზღვრო თანამშრომლობის ორგანიციას “ევრო-კავკასიის” დაფუძნებას. და განსაზღვრავან ახლადშექმნილი ორგანიზაციის მართვის სტრუქტურას.
“ევრო-კავკასიის” საქმიანობის სფერო იქნება ტრანს-სასაზღვრო პროგრამები ისეთ სფეროებში როგორიცაა ეკონომიკა, კულტურა, სოციალური სფერო ეკოლოგია და სხვა. ერთობლივი მუშაობა გაიმართება კონკრეტულ პროექტებზე, რაც ხელს შეუწყობს კეთელმეზობლობის ჩამოყალიბებას და თანამშრომლობის გამტკიცებას მოსაზღვრე მუნიციპალიტეტებს შორის. ამ საქმიანობაში ჩართული იქნება მრავალი ათასი ადამიანი და უწინარეს ყოვლისა ახალგაზრდობა.
ტრანსასაზღვრო თანამშრმლობის ინსტრუმენტი (ევრო რეგიონი როგორც მას უწოდებენ) ფართოდაა გავრცელებული ევროპის კავშირში. პროველი ასეთი ორგანიზაციები შეიქმნა XX საუკუნის 60-იან წლებში გერმანიასა და ნიდერლანდების შორის.
“ევრო-კავკასიის” განვითარების მაგალითი და ორიენტირია ევრორეგიონი “ბავარიის ტყე” რომელიც მოიცავს გერმანიას და ჩეხეთს. ამ გაერთიანებასთან დამყარებულია მჭიდრო კავშირები და მიმდინარეობს გამოცდილების გაცვლა.
დრეისათვის ევროპის კავშირის ტერიტორიაზე მოქმედებს ტრასასაზღვრო თანამშრომლობის 100 ორგანიზაცია (ევრო რეგიონი), რომელიც გაერთიანებული არიან საერთო ევროპულ ასოციაციაში (აერბ). ამ ასოციაციის პრეზიდენტი ბატონი გილერმო რამირესი (პორტუგალია) მიესალმება “ევრო-კავკასიის” შექმნას და მასში ხედავს საქართველოს და სომხეთის რეგიონების ევროპასთან დაახლების პირველ ნაბიჯს.
“ევრო-კავკასიის” დაფუძნების საზეიმო ცერემონიალში, რომელიც გაიმართა 2009 წლის 15 ივნისს ქ. თბილისში (მისამართი: თელავის ქ. 20) მონაწილებას იღებდენ:
-საქართველოს მთავრობის წარმოადგენლები
-სომხეთის მთავრობის წარმომადგნელბი
-გერმანიის ეკონიმიკის და ტექნოლოგიის ფედერალური სამინიტროს წარმომადგენლები
-ტრანსასაზღვრო თანამშრომლობის ორგანიზაციის „ევრო რეგიონი – ბავარიის ტყე“ წარმომადგნელი
-ეკონომიკის და კულტურის სფერო წარმომადგნები
-თვითმმართველობის ლიდერები
“ევრო-კავკასია“ მიზნად ისახავს გახდეს ტრანსასაზღვრო თანამშრომლობის გენერატორი და ითამაშოს მნიშვნელოვანი როლი ევროპის კავშირის „აღმოსავლეთის თანამშრომლობის პოლიტიკის“ ფარგლებში.


