ჩვენი პარტნიორები
- ევროპის საბჭოს ადგილობრივ და რეგიონულ ხელისუფლებათა კონგრესი – კონგრესი ევროპის საბჭოს სტრუქტურულ ქვედანაყოფია, რომელიც საკუთარ ისტორიას ითვლის 1957 წლიდან. კონგრესი წარმოადგენს ევროპის საბჭოს წევრი ქვეყნების ადგილობრივი და რეგიონული არჩევითი ხელისუფლებების საერთოევროპულ ასამბლეას.
- აშშ–ის საერთაშორისო განვითარების სააგენტო – ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტო (USAID) ფედერალური სააგენტოა, რომელიც პასუხისმგებელია აშშ-ს მიერ განვითარებადი ქვეყნებისთვის გაწეულ ეკონომიკურ დახმარებაზე მსოფლიოს მასშტაბით.
- ურბანული ინსტიტუტი – ურბანული ინსტიტუტი არის აშშ–ის არაკომერციული ორგანიზაცია, რომელიც შეიქმნა 1968 წელს, ამერიკის ქალაქების წინაშე მდგომი პრობლემების დამოუკიდებელი კვლევის განხორციელების მიზნით. 2004 წელს, ურბანულ ინსტიტუტს USAID-ის მიერ მიენიჭა ოთხწლიანი პროექტი, რომელსაც ეწოდება “საზოგადოების მონაწილეობა ადგილობრივი თვითმმართველობის საქმიანობაში” (CELD).
- ნორვეგიის ადგილობრივ და რეგიონულ ხელისუფლებათა ასოციაცია – ნორვეგიის ადგილობრივ და რეგიონულ ხელისუფლებათა ასოციაცია ჩამოყალიბდა 1972 წელს 1903 წელს დაარსებული ნორვეგიის ქალაქების კავშირისა და 1923 წელს შექმნილი ნორვეგიის თემთა ასოციაციის გაერთიანების შედეგად. დღეისათვის ასოციაცია აერთიანებს ქვეყნის ყველა (434) მუნიციპალიტეტს, 19 ოლქს და მუნიციპალური და ცენტრალური დაქვემდებარების საწარმოებს.
- ეფექტიანი მმართველობის სისტემის და ტერიტორიული მოწყობის რეფორმის ცენტრი – ცენტრი წარმოადგენს საჯარო სამართლის იურიდიულ პირს, რომლის მთავარი დანიშნულებაა ადგილობრივი თვითმმართველობის სფეროში პროგრამების, კანონებისა და სხვა ნორმატიული აქტების მომზადება და დასკვნების, შენიშვნებისა და რეკომენდაციების შემუშავება.
- 2010 წლის 2 ივლისი
- 2010 წლის 18 ივნისი
- 2010 წლის 22 თებერვალი


