JMDI Virtual Fair

მონაწილეობა ადგილობრივი თვითმმართველობის მარეგულირებელი კანონების დახვეწაში

დღიდან დაარსებისა ეროვნული ასოციაცია აქტიურად მუშაობს ქვეყანაში თვითმმართველობის ინტერესების ლობირებისათვის და საქართველოს ცენტრალურ ხელისუფლებასთან პარტნიორული ურთიერთობების შედეგად მიაღწია გარკვეულ წარმატებებს კერძოდ:

კანონი “ადგილობრივი თითმმართველობის ორგანოების საქმიანობაზე ზედამხედველობის შესახებ”:

საქართველოს ადგილობრივი თვითმმართველობის ეროვნულ ასოციაციაში შემუშავდა აღნიშნული კანონპროექტის ერთ-ერთი ვარიანტი. ასოციაციის მიერ შემუშავებული ვარიანტი ითვალისწინებდა თვითმმართველობის ორგანოების საქმიანობაზე ზედამხედველობა იყოფა ორ ნაწილად დაყოფას: სამართლებრივი – კონსტიტუციასთან და კანონმდებობასთან შესაბამისობის უზრუნველსაყოფად და ადმინისტრაციული – ადგილობრივი თვითმმართველობის მიერ დელეგირებულ უფლებამოსილებათა სფეროში გაწეული საქმიანობის მიზანშეწონილობის შემოწმების მიზნით ზედამხედველობა. ამასთანავე აღნიშნული ვარიანტით დადგენილია იყო იმ ზედამხედველ ორგანოთა ჩამონათვალი, ვისაც ევალება ზედამხედველობის განხორციელება.

აღსანიშნავია, რომ ასოციაციის კანონპროექტი მოწონებული იქნა როგორც თვითმმართველობების წარმომადგენლების, ასევე ცენტრალური ხელისუფლების მიერ.

კანონი “ადგილობრივი ბიუჯეტების შესახებ”:

ასოციაციამ განიხილა კანონი “ადგილობრივი ბიუჯეტების შესახებ” და შეიმუშავა დასკვნა, სადაც ნათქვამი იყო, რომ კანონში მოცემული გამოთანაბრებითი ტრანსფერტის ფორმულა რეალურად ვერ ამუშავდება, რადგან მასში მოცემული ზოგიერთი კრიტერიუმი არის ძნელად გაზომვადი და არაადექვატური. ასოციაციაციასა და ცენტრალურ ხელისუფლებას შორის მრავალი დისკუსიისა მოლაპარაკების შედეგად ხელისუფლებამ შეაჩერა აღნიშნული ფორმულის მოქმედება მასში სესაბამისი ცვლილებების შეტანამდე.

საარჩევნო კოდექსი:

თავდაპირველი ვერსიით 2006 წლის ადგილობრივი არჩევნების ჩაეტარება მხოლოდ პროპორციული საარჩევნო სისტემის საფუძველზე იყო გათვალისწინებული. ასოციაციის წევრების უმრავლესობის მოთხოვნით ასოციაციის ხელმძღვანელობამ მოაწყო შეხვედრა ხელისუფლების წარმომადგენლებთან და მოახერხა მათი დარწმუნება რათა არჩევნები სერეული საარჩევნო სისტემით ჩატარებულიყო. ასოციაციის არგუმენტი მდგომარეობდა იმაში, რომ რეფორმის შედეგად გაუქმებუ თვითმმართველ ერთეულებს მისცემოდათ საშუალება მუნიციპალიტეტის გამსხვილებულ საკრებულოებში ერთი წარმომადგენელი მაინც ჰყოლოდათ, რომელიც დაიცავდა სოფლისა თუ თემის ინტერესებს, რაც გაზიარებული იქნა ხელისუფლების მიერ. ამასთანავე ასოციაციის დაჟინებული მოთხოვნის საფუძველზე კოდექსში შევიდა შესაბამისი ცვლილება და კანდიდატების წარდგენის უფლება პოლიტიკური პარტიების გარდა ასევე მიეცათ საინიციატივო ჯგუფებს.

დღესდღეობით ეროვნული ასოციაცია აქტიურად თანამშრომლობს ცენტრალურ ხელისუფლებასთან “ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ ორგანული კანონსა” და “თვითმმართველი ერთეულის ქონების შესახებ კანონში” ცვლილებებისა და დამატებების შემუშავების პროცესში.