ათეა-მ ევროკავშირის პროექტის ფარგლებში ტრენერთა ორ დღიანი ტრენინგი გამართა

12 აპრილი

საქართველოს ადგილობრივ თვითმმართელობათა ეროვნულმა ასოციაციამ (NALAG) ევროკავშირის პროექტის „ეფექტიანობის და განვითარების ქსელი“ (N4ED) ფარგლებში ტრენერთა ორდღიანი ტრენინგი - „თემზე დაფუძნებული ადგილობრივი განვითარების მოდელი“ გამართა.

სამუშაო შეხვედრებს,   რომლებიც   სასტუმროში  „„შერატონ გრანდ თბილისი მეტეხი პალასი”   მოეწყო, ათეა-ს აღმასრულებელი დირექტორი - დავით მელუა, დირექტორის მოადგილე -  ნათია ღვინაშვილი და პროექტის წამყვანი ექსპერტები უძღვებოდნენ.

ტრენინგის  მონაწილეებმა ორი დღის განმავლობაში  ადგილობრივი თვითმმართველობის სამართლებრივი საფუძვლების, თვითმმართველობის უფლებამოსილებების, მოქალაქეთა ჩართულობის მექანიზმების, ასევე სამოქალაქო ბიუჯეტირების საფუძვლების, CLLD-ს კონცეფციის,  სამოქალაქო ბიუჯეტირებისა და თემის მობილიზების ტექნიკის სწავლების საუკეთესო მეთოდოლოგიები განიხილეს.

სამუშაო შეხვედრები,   წლის განმავლობაში დაგეგმილი ტრენინგების თემატიკის,  შინაარსისა და მიდგომების ირგვლივ შეჯერებას, ასევე, მაქსიმალურად ეფექტიანი შედეგების მისაღწევად, პროგრამის დახვეწასა და როლების გადანაწილებას ისახვს მიზნად.

აღსანიშნავია, რომ მომავალი თვიდან, N4ED-ის ფარგლებში, სტარტს აიღებს ტრენინგების სერია, რომელიც საქართველოს ყველა მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობისა და ადმინისტრაციულ ერთეულებში მერის წარმომადგენლებისთვის, სამოქალაქო საზოგადოების აქტიური ჯგუფებისა და თემის ლიდერებისთვის გაიმართება.

აღნიშნული შეხვედრები  ქვეყნის მუნიციპალიტეტებში თემზე დაფუძნებული ადგილობრივი განვითარების ე.წ. CLLD მიდგომების დანერგვას იზახავს მიზნად.

პროექტი „ეფექტიანობის და განვითარების ქსელი“ (N4ED) ევროკავშირის მხარდაჭერით ხორციელდება და მისი მიზანია, ხელი შეუწყოს საქართველოს მუნიციპალიტეტებში ინკლუზიური მმართველობის და მონაწილეობითი დაგეგმარების დამკვიდრებას, საქმიანობის შეფასებისა და მონიტორინგის სისტემის დანერგვას, ასევე ადგილობრივ თვითმმართველობათა შორის თანამშრომლობისა და კარგი პრაქტიკის გაზიარების ქსელის შექმნას.

პროექტი საქართველოს ყველა მუნიციპალიტეტში ხორციელდება.