ათეა-მ N4ED -ის პროექტის ფარგლებში ტრენინგები გამართა

24 თებერვალი

მუნიციპალიტეტებში განხორციელებული წარმატებული პროგრამებისა და პროექტების ხელმისაწვდომობის, ასევე საჯაროობისა და გაზიარების ხელშეწყობის მიზნით, საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნულმა ასოციაციამ ტრენინგები გამართა.  

შეხვედრები, რომლებიც ევროკავშირის პროექტის - „ეფექტიანობის და განვითარების ქსელი“ (N4ED) ფარგლებში მოეწყო, ათეა-ს მიერ შექმნილი საუკეთესო პრაქტიკათა ვებ-პორტალის დანიშნულების გაცნობას, ასევე, ფუნქციონალისა და მართვის ინსტრუმენტების შესწავლას ისახავდა მიზნად.

აღნიშნული ტრენინგები 10 თებერვალს დაიწყო და ზუგდიდში, გორში, მცხეთაში, ბორჯომში, ასევე, რუსთავში, ბათუმში, ოზურგეთში, თელავში, ქუთაისსა და ამბროლაურში გაიმართა.

შეხვედრებში სწორედ იმ თანამშრომლებმა მიიღეს მონაწილეობა, რომლებიც მომავალში უშუალოდ იმუშავებენ აღნიშნულ პლატფორმასთან - გაივლიან ავტორიზაციას, ატვირთავენ თუ მოიძიებენ შესაბამის დოკუმენტებს და აქტუალურ ინფორმაციას.

ტრენინგები ვებ-პლატფორმის დეველოპერი კომპანიის - „ელექტრონული მმართველობა საქართველოსთვის“ ექსპერტებმა - ზაურ არნანიაშვილმა და თეა ტურაშვილმა ქვეყნის 64-ვე მუნიციპალიტეტის წარმომადგენლებს ჩაუტარეს.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნულმა ასოციაციამ, 2018-2019 წლებში, ქვეყნის მუნიციპალიტეტებს შორის საუკეთესო პრაქტიკის კონკურსი უკვე ორჯერ გამართა. აღნიშნული ვებ-პლატფორმა კი, სწორედ მუნიციპალიტეტებში განხორციელებული წარმატებული პროგრამების და პროექტების ხელმისაწვდომობის, საჯაროობისა და გაზიარების ხელშეწყობის ინსტრუმენტს წარმოადგენს.