23 ივნისი 2011 წელი
ეფექტური ორგანიზაციული სტრუქტურა და მდგრადი მენეჯმენტი
ასოციაცია არასამთავრობო ორგანიზაციებს შორის გამოირჩევა ეფექტური ორგანიზაციული სტრუქტურითა და მდგრადი შიდა მენეჯმენტით. გააჩნია ინსტიტუციური კავშირები სტრატეგიულ პარტნიორებთან. დღესდღებით ის ერთადერთი არასამთავრობო ორგანიზაციაა, რომელიც საქართველოს ყველა თვითმმართველ ერთეულს აერთიანებს.
განვითარებაზე ორიენტირებული პროგრამების ინოვაციურობა და ეფექტურობა
7 წლის მანძილზე ორგანიზაციის მიერ სხვადასხვა დონორის მიერ დაფინანსებული 20-ზე მეტი პროექტი იქნა განხორციელებული.
ასოციაციის მიერ განხორციელებულმა პროგრამებმა ხელი შეუწყო:
- ადგილობრივი დემოკრატიის განვითარებას;
- მოქალაქეთა მონაწილეობის ზრდას;
- ადგილობრივ დონეზე ეკონომიკური განვითარებას;
- რეგიონული და ტრსანსასაზღვრო თანამშრომლობის განვითარებას;
- ადგილობრივ მოხელეთა პროფესიონალიზმის ამაღლებას;
- თვითმმართველობის ინსტიტუციურ გაძლიერებას;
აღიარებული სანდო პარტნიორი საერთაშორისო ორგანიზაციებისა და სხვა პარტნიორების მიერ
ორგანიზაცია სანდო პარტნიორად არის აღიარებული სხვადასხვა დონორი ორგანიზაციების მიერ, რაზეც ასოციციაციასთან ხანგრძლივ ვადიანი თანამშრომლობის სტრატეგიები მოწმობს. არსებობის მანძილზე ორგანიზაციამ 30-ზე მეტ პარტნიორსა და დონორთან ერთად განახორციელა სხვადასხვა პროექტი. ასოციაცია არის მრავალი საერთაშორისო ქსელის და სხვა საერთაშორისო გაერთიანებების წევრი.
წარმატებული თანამონაწილეობა ევროპის საბჭოს ადგილობრივ და რეგიონულ ხელისუფლებათა კონგრესის საქმიანობაში
ასოცაცია წარმოადგენს საქართველოს ხელისუფლების პარტნიორს ევროპის საბჭოს ადგილობრივ და რეგიონულ ხელისუფლებათა კონგრესში საქართველოს დელეგაციის წარდგენისას და კოორდინაციას უწევს დელეგაციის საქმინობას ევროპის საბჭოს კონგრესში.
აქტიური მონაწილეობა კანონშემოქმედებით საქმიანობაში
ასოციაციის მიერ ადგილობრივი თვითმმართველობის საკითხებზე მრავალი საკანონმდებლო ინიციატივა იქნა შემუშავებული. ასოციაციის მიერ ინიცირებული ცვლილებები და დამატებები ასახული კანონში ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ და იმ კანონებში, რომლებშიც თვითმმართველობის საკითხების სხვადასხვა ასპექტები რეგულირდება.
წევრებისათვის საჭირო სერვისების მუდმივი მიწოდება და ინოვაციური მიდგომების დანერგვა
ასოციაციის აპარატი და ექსპერტები წევრი თვითმმართველი ერთეულების წარმომადგენლებს უწყვეტ რეჟიმში აწვდიან მათთვის საჭირო ინფორმაციას, უწევენ იურიდიულ და სხვა სახის ექსპერტულ დახმარებას. სხვადასხვა გაცვლითი პროგრამების საშუალებით კი თვითმმართველობების წევრები სხვა ქვეყნების წარმატებულ გამოცდილებას იზიარებენ.
წარმატებული ლობისტური საქმიანობა
ასოციაციის ლობისტურ დახმარებას უწევს ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებს სხვადასხვა ინსტიტუციებთან მიმართებაში, ასოციაციის საპარლამენტო ლობისტი აქტიურ დახმარებას უწევს თვითმმართველობებს, დაიცვან საკუთარი უფლებები და ინტერესები საქართველოს საკანონმდებლო ორგანოში.