European Best Destinations-მა ბათუმი 2024 წლის ევროპის საუკეთესო სამოგზაურო მიმართულებებს შორის დაასახელა

2024-02-14

European Best Destinations-მა ბათუმი 2024 წლის ევროპის 5 საუკეთესო ტურისტულ მიმართულებებს შორის დაასახელა.
ორგანიზაციის მიერ გამოქვეყნებულ რეიტინგში, ბათუმი მეხუთე ადგილზეა ევროპის 20 პოპულარულ ტურისტულ მიმართულებას შორის.
ტურისტული პლატფორმა მოგზაურებს ურჩევს 2024 წლისთვის საფრანგეთის, ესპანეთის, იტალიისა და შვეიცარიის პოპულარულ მიმართულებებთან ერთად ბათუმშიც იმოგზაურონ.
უსაფრთხო, მწვანე, მეგობრული, რომანტიკული, გასტრონომიით მდიდარი ბათუმი 2024 წლ ყველაზე ტრენდული ტურისტული ადგილი იქნება მოგზაურებისთვის, რომლებიც დაინტერესებულნი არიან დაისვენონ და მიიღონ დაუვიწყარი შთაბეჭდილებები ევროპაში საუკეთესო ფასად “, - ნათქვამია Forbes-ის, Wanderlust and Viaggi-, ასევე მოგზაურობის პლატფორმის  European Best Destinations სტატიებში.
ტურისტულმა პლატფორმამ, 2024 წლისთვის, ევროპის ტენდენციური მიმართულებები მსოფლიოს მასშტაბით, მილიონზე მეტი მოგზაურის გამოკითხვის შედეგად დაასახელა.
European Best Destinations არის წამყვანი დამოუკიდებელი ორგანიზაცია, რომელიც ევროპაში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ტურისტული ვებგვერდის მეშვეობით მოგზაურებს ინფორმაციას  აწვდის სხვადასხვა ტურისტული მიმართულების შესახებ.  
ორგანიზაცია აქტიურად თანამშრომლობს EDEN Network – European Union of Tourist Destinations ქსელის წევრ ტურისტულ კომპანიებთან, რომლებიც აღიარებულია ევროკომისიისა  და მსოფლიოს 500-ზე მეტი ტურისტული ორგანიზაციის მიერ.
აღსანიშნავია, რომ European Best Destinations-მა, 2020 წელს, ბათუმი  ევროპის ყველაზე უსაფრთხო ტურისტულ მიმართულებად დაასახელა, 2022 წელს კი, ქალაქს  „ევროპის საუკეთესო დამალული მარგალიტიეწოდა.